იცით რა ? – გამარჯობათ. ^ _ *

მე სანდეფონი ვარ და მიხარია, რომ ეს სახელი მქვია.უცნაური სახელია , ჩემით მოვიფიქრე.არაფერს არ ნიშნავს , თუმცა შეიძლება ქვიშის შადრევანთან გავაიგივოთ, რაც ცოტა უცნაურად ჟღერს. მე მომწონს მნიშვნელობით თუ უმნიშვნელოდ.მთავარი სულ სხვა რამ არის.ეს ჩემი ნიღაბია და როცა “მიკეთია” მე სხვა ვარ. ყველას ხო აქვს თავისი კუნჭული , სადაც ან ბედნიერია ან უბედური, მაგრამ მაინც რომ მოსწონს, ჰოდა მეც ეგრე ვარ , ხან ისე ვარ , ხან ასე.

ეს ჩემი პირველი “პოსტია” , ასე რომ ზოგადად მიმოვიხილავ , რას ვაპირებ აქ , რატომ გაწუხებთ რატომ გღლით  და  რატომ გართმევთ დროს.

ეს ჩემი პარალელური სამყაროა.მკითხველს კი საშუალება აქვს , წარმოსახვების საშუალებით , სამ განზომილებაში წარმოიდგინოს : ემოციები, გრძნობები, შთაბეჭდილებები და განცდები.ვისაუბრებ ფილმებზე, წიგნებზე, მუსიკაზე , ხელოვნებაზე… ის რაც ადამიანს ავიწყებს რეალურ ერთფეროვან ცხოვრებას და გადაჰყავს აბსოლუტურ ოლიმპიურ სიმშვიდეში თუ პირიქით, სიგიჟეში.

სულ ეს იყო.

მე სანდეფონი ვარ და მიხარია…

what_was_lost_in_the_autumn_by_nataliadrepina-d6nepca

Advertisements